Friday, May 30, 2014
თბილისის წიგნის ფესტივალი
თბილისის წიგნის ფესტივალი – ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს
ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.
* * *
თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.
ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.
“სულაკაურს” იმდენი სიახლე აქვს, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ორი ახალი აკა – “ჩრდილი გზაზე” და “ქემერა“. ერთი დოკუმენტური პროზაა, უახლესი ისტორიის აკას გემრიელი ენით დაწერილი ანალიზი; მეორე – მონატრებული ურბანული პროზა.გურამ ფანჯიკიძის “ეშმაკის ბორბალი”, თავის დროზე ფრიად შეზღუდული ტირაჟით რომ დაუბეჭდავთ კომუნისტებს და ბევრს ეგებ არც კი წაეკითხოს. მურაკამის “კაფკა პლაჟზე”, სალმან რუშდის ,,ფლორენციელი ჯადოქარი“, “საბას” ორგზის ლაურეატის, თეონა დოლენჯაშვილის, “რეალური არსებები” და, ტრადიციისამებრ,2014 წლის 15 საუკეთესო ქართული მოთხრობის კრებული.
კინობიბლიოთეკას სტანისლავ ლემის “სოლარისი” ემატება – Sci Fi-ს ლეგენდა, საკულტო წიგნი და საკულტო ფილმის ლიტერატურული პირველწყარო. პოლონელ ლემს საბჭოთა გამომცემლობები ხშირად და დიდი მონდომებით თარგმნიდნენ, ძველი ქართული თარგმანიც არსებობს, მაგრამ ისეთი რარიტეტია, ბუკინისტებთანაც კი გაგიჭირდებათ მიგნება. ჰოდა, ახალი “სოლარისი” ორმაგად სასიამოვნოა დასაინტერესო.
ჟანრული პროზის მოყვარულებს კიდევ ორი დიდი სიურპრიზი ელით – რიკ რიორდანის “მეხის ქურდი” (“პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები”) და გადმოქართულებული ნილ გეიმანი – “კორალაინმა” ფესტივალს ფეხად ჩამოუსწრო. პატარებს კი (თუმცა, რატომ მხოლოდ მათ?) – ასტრიდ ლინდგრენის სერია,პეპისა და ემილის ამბები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანით და სალომე ბენიძისგადმოქართულებული ლექსებით.
“დიოგენეს” საფესტივალო კალათა, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანია და ათასგვარი სასუსნავით სავსე. მარკ ბელასენის და ოლგა შავერნეს “აუტისტი ბავშვები (სახელმძღვანელო მშობლებისთვის)“, დამეთანხმეთ, საჭირო და აქტუალური გამოცემაა. მდიდარი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დაწერილი წიგნი მშობლებსაც გამოადგებათ, პედაგოგებსაც და ამ თემატიკის თითქმის სრული ვაკუუმის შევსების მისასალმებელი მცდელობაა.
კიდევ – “ეგრე გააგრძელე, ჯივზ!” პელემ გრენვილ ვუდჰაუსის უზომოდ პოპულარული ციკლის მორიგი ნუგბარი. ათი იუმორისტული მოთხრობა, რომელთაგან ერთს განუმეორებელი ჯივზი ჰყვება :) რუსულად უკვე წაკითხული მაქვს და დამიჯერეთ, არ გამოტოვოთ, თორემ ინანებთ. ჰო, კიდევ ახალი ფამუქი – “სხვა ფერები” – ორჰან ბეის ჩანაწერების კრებული. ესეები, სტატიები, ინტერვიუები, საჯარო გამოსვლები რადიკალურად განსხვავებულ, გლობალურ თუ ყოფით თემებზე. Non Fiction როგორ მიყვარს, კი იცით და ფამუქის პუბლიცისტიკა ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის.
“ამერიკელების” ფერადი სერია ერთდროულად ორი ტომით შეივსება. ერთი ჯოის კეროლ ოუტსის “შავი წყალია” – მცირე რომანი “ჩაპაკვიდიკის ინციდენტზე” , – 1969 წლის ტრაგედიაზე, როდესაც კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანმხლები გოგონა კი დაიღუპა… დამაინტრიგებელი ისტორიაა და წიგნიც არ უნდა იყოს ურიგო. მეორე ტომი სინემანიაკებს აღაფრთოვანებს:“თანამდევი მოვლენები” – თვით ვუდი ალენის პროზა, მაესტროს საფირმო იუმორით გაჯერებული ჩვიდმეტი ტექსტი. მოდი და თქვი, უინტერესოაო…
“დიოგენეს ბიბლიოთეკა” ჩვეულ სტილს არ ღალატობს და ისევ ექსკლუზიურ თარგმანს გვთავაზობს, ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“. არ მეცნო, მაგრამ ანოტაცია ფრიად მაცდურია და საფირმო ბიბლიოსერიაში მხოლოდ ხარისხიანი პროზა რომ ხვდება, ამას უკვე მივეჩვიეთ.
“დიოგენეს” ბოლო საფესტივალო სიახლეზე კი, ალბათ, მხოლოდ ძახილის ნიშნებით უნდა ვილაპარაკო. როგორც იქნა, გვეღირსა ‘პრაღის სასაფლაო“, უმბერტო ეკოს ბოლო რომანის თარგმანი. არა, რუსული გამოცემაც მიდევს თაროზე და ქინდლშიც მაქვს საიმედოდ დაბინავებული, მაგრამ გადმოქართულებული, ხომ იცით, მაინც სხვაა… თან ხათუნა ცხადაძისთარგმანია და, დამეთანხმებით, მარტო ეს ღირს ერთ წიგნად.
“სიესტას” ძველ, ჰიტებად ქცეულ გამოცემებთან ერთად ერთი ისეთი სიახლეც აქვს, ასს რომ აიწონის – ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, ლეგენდარული ანტიუტოპია. შარშან დაუბეჭდავთ უმცირესი ტირაჟით, მაშინვე დაუტაცია მკითხველს და მთელი წელი მოთქვამენ ბიბლიოფილები, ეს რა იყო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარით, ისე გააქრეთო… ჰოდა, ცინცხალი ტირაჟია, მშვენიერი ქავერით და, რაც მთავარია, ყველას შეგვხვდება.
ოჩოპინტრეს ფერად, უგემრიელესად გამოცემულ პოკეთბუქებს საფესტივალოდგენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები შეემატება. ავტორზე საუბარი ზედმეტიც კი მგონია – თუ ისტორია გაინტერესებთ და მემუარების კითხვაც გიყვართ, სათქვენო წიგნი ყოფილა. ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყებასაც” ვამზადებთ გამოსაცემად, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით იქნებაო… არა უშავს, კარგ წიგნს უნდა დაელოდო კიდეც.
ჰო, მოლი გირჩევთ, ოჩობუქების სტენდთან “ახალი ბერძნული ბიბლიოთეკის” პირველი ორი ტომი იკითხოთ – იაკოვოს კაბანელისისპიესებისა და ანდონის სამარაკისის მოთხრობების კრებული. სამამულო გამოცემებს, მგონი, კარგად ვიცნობ, მაგრამ არ მახსენდება, ახალ და უახლეს ბერძნულ ლიტერატურას ვინმე თარგმნიდეს. აკადემიური გამოცემაა – თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროექტი. სერიის რედაქტორი სოფიო შამანიდია, რედაქტორი – ლაშა ბუღაძე. მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე საშინლად მაინტერესებს.
“ელფი” ბიბლიოფილებს ორი კლასიკური თარგმანით გაახარებს. ერთი ჟან ჟიონოს “ჰუსარი სახურავზეა”, მეორე - აჰმედ ჰამბი ტამპინარის “დროის ინსტიტუტი”. ყველაზე მეტად კი “ბურატინოს თავგადასავლის” და “ექიმი აიბოლიტის” ახალგადმოქართულებული სრული ვერსია მაინტერესებს. ესენი რომ გამოვტოვო, ჩემი საბავშვო ბიბლიოთეკა არ მაპატიებს.
ქარჩხაძის გამომცემლობის “საბავშვო კლასიკა” ხომ იცით? ჰოდა, გრძელდება საფესტივალოდ და, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც საინტერესოდ… “პიტერ პენს” და კიპლინგის ზღაპრებს ედუარდ ლირის “ბუკნაჭო და ფისუნა” და კენეთ გრემის “ქარი ტირიფებში” მიუმატეს. ეს გემრიელობები, კარგა ხანია, შინ მაქვს – სულმა წამძლია და ფესტივალს არ დაველოდე და, მინდა გითხრათ, ორივე ძალიან კარგია.
კიდევ – სრული სიახლე ქართველი მკითხველისთვის: ნორვეგიელი მწერლის სტიან ჰულეს “გარმანის ზაფხული” და “ანას ზეცა“. საბავშვო კი ჰქვია, მაგრამ ულამაზესი ილუსტრაციებით უფროსებიც ისიამოვნებენ.
“სულაკაურის” “The Beatles” ხომ გახსოვთ? ფანტასტიკური ფოტოალბომი, ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და სულაც უნიკალური სურათებით? ჰოდა, “ქარჩხაძეს” კიდევ ერთი სიახლე აქვს ლივერპულელი ბიჭების თაყვანისმცემლებისთვის - ტერი ბაროუზის “ბითლზი დღიდან დღემდე “. ოღონდ, ეს უფრო მინიენციკლოპედიაა. ჯგუფის თავბრუდამხვევი ისტორიის თაიმლაინი, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენის დეტალური ნუსხა, უხვად დასურათებული, ეპოქის სულს რომ გაგრძნობინებს, ისეთი წიგნი…
“ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია” ჯერ არ მინახავს, არადა, ამბობენ, მართლა აკადემიური გამოცემაა, სრულზე სრული დაყოველისმომცველიო. აუცილებლად მოვიკითხავ საფესტივალო სტენდზე, თუმცა ყველაზე მეტად “უფლისწული და გველეშაპი” მაინტერესებს. სუპერ სიუპრიზი, ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრების კრებული. წინათქმა აქვს ისეთი, გული გაგიჩერდება…
“ინტელექტი” გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, სადებიუტო რომანს “ჟუჟას” გამოსცემს. ავტორი თეატრალებს უფრო გეცოდინებათ სამეფო უბნის თეატრის “ლივ შტაინით”, “ჟუჟას” კი ბუდენბროკჰაუსის ლიტერატურული პრემია მიუღია და 2010 წლის საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნების ოცეულშიც შესულა.
პოეზიის მოყვარულთვის “2013 წლის 100 ლექსია” გამზადებული, სერიოზული ანთოლოგია, კარგად შერჩეული ავტორებით და მარკესის ოთხტომეული: “ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი”, “გენერალი თავის ლაბირინთში”, “პოლკოვნიკს არავინ სწერს” და “საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ამბავი”. თეა გვასალიას თარგმანია. ამბობენ, ძალიან კარგიაო და ვნახოთ…
“არტანუჯს” ანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთი” აქვს. მხატვრულ-დოკუმენტური რომანი, ჯერ თავად რუსეთშიც რომ არ დაბეჭდილა. ამ წიგნს დიდი წარდგენა არ უნდა სჭირდებოდეს – ავტორის სახელით და სათაურით, ალბათ, ყველაფერი ნათქვამია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გვანცა ჯობავასთარგმნილია და საშინლად მომწონს ეს ახალი ტრენდი – თარგმანს მწერლები რომ ჰკიდებენ ხელს.
“ლოგოს პრესი” პატარა მკითხველს ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის ახლებურად თარგმნილ ეზოპეს იგავებს სთავაზობს, ყველაზე პატარებს კი “ჯადოსნურ მუსიკალურ ჯოხს” – წიგნ-სათამაშოს, რომლითაც, თურმე, ყოვლად სერიოზული და ჭკუადამჯდარი უფროსებიც მშვენივრად ერთობიან…
“პალიტრა L“-ი თავის უკიდეგანო ბიბლიოთეკაზე 75 პროცენტიან სეილს გეგმავს და ექსკლუზიური წიგნის თაროს პრეზენტაციასაც აწყობს. უნდა ვნახო, წიგნის თაროები ჩვენი თანთია :(
ეს – გამომცემლობების სიახლეები. საინტერესო სასუსნავი ბუქსთორებსაც უხვად ექნებათ. “ბიბლუსი” უკრაინელ პარტნიორს მასპინძლობს და სტენდზე ექსკლუზივს გამოფენს – რუსულენოვან კლასიკას, თანამედროვე პროზას, საბავშვო ლიტერატურას, კოხტა წიგნებს და ფერად-ფერად ალბომებს. საოფისე ესპანური ბრენდი “MILAN”-იც “ბიბლუსის” ექსკლუზივია და ამ ყველაფერს ნახევარ ფასად შემოგთავაზებთო… ელექტრონული მაღაზიის პრეზენტაციაც იგეგმება – biblusi.ge უნდა წარადგინონ და ონლაინ შოპინგი რა კომფორტულია, კი იცით…
“ბუქ სითი“, “პარნასი“, “პროსპერო“, წიგნის მაღაზია “დიოგენე”… “წიგნები ბათუმში” არ გამოგრჩეთ – მარის და ირაკლის ყოველთვის აქვთ რაღაც ახალი და საინტერესო. თან ყური მოვკარი, მორიგი ვოიაჟიდან ახლახან დაბრუნდნენო.
* * *
Monday, May 26, 2014
Sunday, May 25, 2014
რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?
საზოგადოების დიდი ნაწილია ზედმეტად დაკავებულია და გადავირთული რეჟიმით ცხოვრობს. შესაბამისას ისინი ვერ პოულობონ დროს ისეთი სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობისთვის, როგორიცაა წიგნის კითხვა. ამას ისინი ტელევიზორის ყურებას და კომპიუტერთან ჯდომას ამჯობინებენ. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს წიგნების კითხვასადამიანის ორგანიზმისთვის.
☑ ანვითარებს აზროვნებას
წიგნის კითხვის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი ისაა, რომ ის ანვითარებს აზროვნებას. წიგნის კითხვისას ჩვენ ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და ვმსჯელობთ წიგნში წამოჭრილ საკითხზე.
☑ ანტისტრესულია
თანამედროვე ცხოვრებაში სტრესისგან განთავისუფლება ადამიანების მთავარი საზრუნავია. ამაში დაგეხმარებათ წიგნის კითხვა. წიგნის ენის რითმულობა და სიმდიდრე ფსიქიკას ამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. სასურველია ძილისწინფანტასტიკური ჟანრის წიგნის კითხვა.
☑ ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას
როდესაც კითხულობთ განსხვავებული ჟანრის წიგნებს, ხშირად აღმოაჩენთ ისეთ სიტყვას, რომელსაც ყოფით საუბარში არ იყენებთ. უცხო სიტყვის ლექსიკონში ძებნა აუცილებელი არ არის, მის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით შეიძლება მიხვდეთ. გარდა ლექსიკის გამდიდრებისა, თქვენ გრამატიკასაც უკეთესად დაეუფლებით.
☑ გიცავთ ალცგეიმერის დაავადებისგან
ალცგეიმერის დაავადება - ტვინის ფატალური დაზინება, დაავადებულ ადამიანებს ტვინში ინსულინს ნაკლებობა აღენიშნებათ, ამ დაავადებით მსოფლიოში 26 მილიონი ადამიანი იტანჯება. თქვენ ამ დაავადებისგან დაზღვეული იქნებით, თუ რეგულარულად წაიკითხავთ წიგნებს. კითხვის პროცესში, ტვინის მოქმედება იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს მასზე.
☑ გმატებთ თავდაჯერებულობას
საუბრისას ჩვენ თუ წარმოვაჩენთ ღრმა ცოდნას ამა თუ იმ საკითთან დაკავშირებით (რაც წიგნების კითხვის დამსახურებაა) ეს გარშემომყოფებზე აისახება იმ შედეგით, რომ თქვენს მიმაღთ უფრო მეტ პატივისცემას გამოიჩინენენ. ნაკითხი და განათლებული ადამიანის იმიჯი კი დადებიტად აისახება თვითშეფასებაზე.
☑ გვხდის უფრო შემოქმედებითს
კრეატიულ ადამინებს უამრავი შესანიშნავი იდეის გადმოფრქევა და გარშემომყოფთათვის განაწიელება შეუძლიათ. წიგნის კითხვისას დიდი რაოდენობით ცოდნას დააგროვებთ, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრებაში.
☑ აუმჯობესებს ძილს
თუკი თქვენ სისტემატიურად წაკითხავთ წიგნს ძილისწინ, ორგანიზმის შეეჩვევა ამას და დაარეგულირებს დროს დასაძინებლად. ამრიგად თქვენ არამარტო ძილს გაამჯობესებთ, არამედ დილით უფრო კარგად იგრძნობთ თავს.
☑ აუმჯობესებს კონცენტრაციას
კითხვის პროცესში აუცილებელია კონცენტრაცია ერთ თემაზე, ჩვენ არ უნდა გაგვეფანტოს ყურადღება ყოფით საგნებზე. კონცეტრაცია კი უმნიშვნელოვასია ნებისმიერი საქმიანობისას.

“როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”
დღეს, როდესაც რაღაც წიგნებს ვეძებდი წასაკითხად აღმოვაჩინე ახალი წიგნი სათაურით – “როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”. ავტორი გამოჩენილი ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი და სოციოლოგი დეილ კარნეგი გახლავთ. სათაურმა იმდენად დამაინტერესა მაშინვე შევუდექი კითხვას. ჩემს აღფრთოვანებას კი საზღვარი არ ქონდა როცა სარჩევში თავების სათაურები წავიკითხე.. ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო, იმდენად შეეფერებოდა ჩემს ინტერესებს, სიტუაციას. განსაკუთრებით იმან მომხიბლა რომ ფსიქოლოგიური ჩანაწერებით იყო სავსე წიგნი. ფსიქოლოგია კი როგორც მოგეხსენებათ ძალიან მაინტერესებს. მოკლედ წიგნის კითხვაც დავიწყე… რამდენიმე ფურცლიანი შესავალი ჰქონდა. მართალია ერთი სული მქონდა სანამ მაშინვე დასათაურებულ თავებზე გადავიდოდი მაგრამ აზრზე რომ ვყოფილიყავი წიგნზე და ავტორზე შესავალიც სწრაფად გადავიკითხე და არც შევცმდარვარ – ბევრი რამ გავიგე.
შესავალში საუბარი იყო ჯერ ზოგადად ამ ადამიანის დეილ კარნეგის შესახებ, შემდეგ კი მისი წიგნის შესახებ. დეილ კარნეგზე მოთხრობილს სათაურად ეწერა “უმოკლესი გზა სახელის მოსახვეჭად”. მოკლედ იყო მოთხრობილი თუ როგორ მიაღწია ფერმერის ოჯახში დაბადებულმა დეილმა არნახულ წარმატებას. ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, როცა მას ორიგინალური იდეა დაეუფლება და ენთუზიაზმით აღივსება.
მოდით მოკლედ გეტყვით რაში მდგომარეობდა მისი ეს ორიგინალური იდეა და რას ცდილობდა ამდენი ხნის მანძილზე. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა ცდამ ცხადჰყო, რომ ისეთ სფეროში როგორიც საინჟინრო ტექნიკური საქმიანობაა, ფინანსური წარმატების 15% წმინდა ტექნიკური ცოდნის ხარჯზე მიიღწევა, 85% კი ადამიანთა იმ პიროვნულ თვისებას უნდა მივაწეროთ, რომლითაც შეუძლია უხელმძღვანელოს ადამიანებს. ეს კიდევ ერთხელ ამართლებს ფრაზას: “განათლების უდიდესი მიზანია არა ცოდნა, არამედ მოქმედება”. გარდა ზემოთ ხსენებული მაგალითისა აღსანიშნავია ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა რომელიც ორწელიწადნახევარს გრძელდებოდა. უფროსი ასაკის ყელა მოქალაქემ პასუხი გასცა 156 კითხვაზე. დადგინდა რომ მრავალ პრობლემათა შორის, რომლებიც აინტერესებთ უფროსი ასაკის ადამიანებს, პირველ ადგილზეა ჯანმრთელობა, ხოლო მეორეზე – ადამიანი. მეორე საკითხთან დაკავშირებით აინტერესებდათ, თუ როგორ უნდა გამოერჩიათ ადამიანები, რა გზა უნდა გამოენახათ ურთიერთგაგებისთვის, როგორ ექციათ ისინი თანამოაზრეებად, თანამზრახველებად…
ისეთი წიგნი, რომელიც ამ კითხვებზე უპასუხებდა და მოზარდების ინტერესებს დააკმაყოფილებდა იმ დროისთვის არ არსებობდა. არც შესაფერისი ლექციები ტარდებოდა. ქალაქ მერდენში, კომისია დიდხანს ეძებდა გზებსა და საშუალებებს, რომლებიც პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოდგებოდა, მაგრამ ამაოდ.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დეილ კარნეგმა შეექმნა ეს წიგნი. ორიგინალური სათაურითა და მთლიანად თავისი ორიგინალურობით, რომლის ერთადერთი მიზანიც სწორედ იმ შესაძლებლობების გამოვლენაა “რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივ ვერ იყენებს”. დეილი ფიქრობდა, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა რომ განვიმტკიცოთ, საჭიროა თავი ვაიძულოთ გავაკეთოთ ის რისიც გვეშინია და გავიხსენოთ ძველი წარმატებები ამ საქმეში. მან შეიმუშავა სწავლების სისტემა, ასწავლიდა თუ როგორ დაემყარებინათ ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა. თვლიდა რომ დამაჯერებლად ლაპარაკის ხელოვნების დაუფლება უმოკლესი გზაა დაწინაურებისკენ. კარნეგიც ხომ სწორედ ამ გზამ მიიყვანა უდიდეს წარმატებამდე.
“წიგნზე მუშაობის ჟამს წავიკითხე ყველაფერი, რაც კი ამ საკითხზე დაწერილა. ყველა ამ მასალისგან შევადგინე ლექციები და სათაურად ვუწოდე “როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”. მრავალი წლის განმავლობაში ვუკითხავდი ამ ლექციებს ჩემი კურსის მსმენელებს ნიუ-იორკში და ვაიძულებდი, ყოველივე რაც იქ მოისმინეს პრაქტიკულად გამოეყენებინათ საქმიანი თუ საზოგადოებრივი შეხვედრების დროს, ხოლო შემდგომ მეცადინეობაზე მოეთხროთ თავიანთი ექსპერიმენტის შედეგებზე. იცით რა საინტერესო საშინაო დავალება იყო? საკუთარი თავის სრულყოფას მოწყურებული ქალბატონები და ბატონები მოხიბლულნი იყვნენ ასეთი, სრულიად ახალი ყაიდის ლაბორატორიული სამუშაოთი.”
23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღე
არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ. ეს ყველაფერი 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში დაიწყო. ძველისძველი კატალონიური ტრადიცია ყოფილა: ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონა – როგორც ჩანს, ამ სფეროში მომუშავე ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით გონებაგახსნილი იყო, – და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. თავისი ინიციატივა გილდიამ ძალიან ლოგიკურად დაასაბუთა. ხომ არ იტყოდნენ, წიგნებს ვასაღებთო! ამიტომ გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა, და საერთოდაც ხომ შექსპირის გარდაცვალების დღის აღნიშვნა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ კიდევ 1771 წელს გადაწყვიტა! მოკლედ, მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ 23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ, ამ მხარეში ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა. 1995 წელს კატალონიამ იუნესკოს თავისი შესანიშნავი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა – “წიგნის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისათვის კითხვის შესაყვარებლად” იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი დაიწყო მისი აღნიშვნა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა. იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია: “ვინაიდან წიგნი კაცობრიობის ისტორიაში ცოდნის გავრცელებისა და დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, 23 აპრილი ყოველწლიურად წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ ცხადდება”.
იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს “თეთრი წიგნის კვირეულით” აღნიშნავენ და დიდი ბრიტანეთი, სადაც “წიგნის მსოფლიო დღე” დიდ დღესასწაულად იქცა.
23 აპრილი დღეა, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს. წიგნის მსოფლიო დღედ გამოცხადებით თავის დროზე იუნესკომ, პირველ რიგში, ახალგაზრდებს მოუწოდა წიგნში ეძებნათ სიამოვნება.
წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე – სად აღარა…
2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში იმართება წიგნის ფესტივალები, საჯარო კითხვები, წიგნის გამოფენა-გაყიდვები, „ღია კარის დღეები“, ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები, ავტორთა იუბილეები.
წიგნის "დაბადების დღე"
ამ დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ერთი დიდი მოვლენის გარშემო ტრიალებს. აზროვნების გადატრიალება სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ხდებოდა. ცეცხლისა და ბორბლის გამოგონებასთან ერთად ერთ-ერთი რევოლუციონერი წიგნიც იყო,რომელმაც ჩვენ მეტი ცოდნა და ინფორმაცია მოგვიტანა. ადამიანმა მისი პატივისცემის შესანარჩუნებლად წიგნის დღე დააწესა.
წიგნის ჩუქებისა და მისი დღის აღნიშვნა, პირველად კატალონიაში XX ს-ის პირველ ნახევარში მოხდა. ამ მოვლენას მსოფლიო მხოლოდ საუკუნის მიწურულს შეუერთდა.
კომპიუტერის, კიდევ ერთი მეამბოხის გამოჩენამ, წიგნს დიდი კონკურენტი შესძინა. ამიტომ ადამიანთა ნაწილი ახლა უფრო მეტ ყურადღებას წიგნის პოპულარიზაციას აქცევს.
წიგნი, როგორც იდეოლოგიის კარგი გამავრცელებელი ხშირად იდევნებოდა, იმალებოდა ან იღუპებოდა. დღეს კი თავისუფლებამინიჭებულს მკითხველი არც ისე ხშირად აკითხავს.
წიგნისა და მკითხველის როლსა თუ დანიშნულებაზე ბევრი მწერალი წერდა: ოთარ ჭილაძე თავის პუბლიცისტურ წერილში, რეი ბრედბერი თავის წიგნში “451 გრადუსი ფარენგეიტით”, გურამ დოჩანაშვილი: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და კიდევ ბევრი სხვა. ეს უკანასკნელი ერთგან ამბობს:
“- იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.”
წიგნის დღეს საქართველოც სხვადასხვა კულტურული ღონისძებებით უერთდება.
წელს ქვეყანაში რამდენიმე საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი პროექტიც მიმდინარეობს:
“ჩემი წიგნი”, ბრიტანული ტელეკომპანია “ბი-ბი-სის” ერთერთი პროექტის ქართული ანალოგია. პროექტის შემქნელების აზრით, “ჩემი წიგნი” საუკეთესო წიგნების მარათონია, რომელიც თავიდან წაგვაკითხებს ყველა ჩვენს საყვარელ წიგნს. მარათონი, რომელშიც ახალ ლიტერატურას აღმოვაჩენთ. მარათონში ჩვენ ავირჩევთ ერთს, რომელზეც ვიტყვით: – ეს ჩემი წიგნია!”
“მოსიარულე წიგნები” ინტელექტუალური კლუბის “წიგნის მეგობრების” პროექტია. ის 2013 წლის სექტემბრიდან ხორციელდება. ტარდება საქველმოქმედო აქციები, რომლის ფარგლებშიც წიგნები სხვადასხვა მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის, სკოლებისთვის, ბავშვთა სახლებისთვის, საზღვარგარეთ არსებული ქართული ბიბლიოთეკებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის ნაწილდება.
“მოხეტიალე წიგნები” კიდევ ერთი პროექტი, რომლის დევიზია: “იპოვე, წაიკითხე, მონიშნე, დადე – დაიმგზავრე წიგნები.” ისინიც ქუჩებში თუ შენობებში მკითხველის მოლოდინში დახეტიალობენ.
ყველა მათგანს ერთი სამიზნე აქვს: წიგნის პროპაგანდა.
ყველა მათგანს ერთი სამიზნე აქვს: წიგნის პროპაგანდა.
საქართველოში წიგნის დღე 2003 წლიდან აღინიშნება. ერთერთი გამომცემლობის ინიციატივით კი 2014 წელი წიგნიერების წლად გამოცხადდა.
ადვილი მისახვედრია, რომ წიგნი მოდასთან ერთად აუცილებლობაცაა. მხოლოდ სათაურებისა და ავტორების გაზეპირება, დამაკმაყოფილებელი, რა თქმა უნდა, არაა. ვერც პირველი და ბოლო გვერდის წაკითხვა, თაროების ფერადოვნებითა და დანომრილი ტომეულებით გავსება შველის საქმეს.
უკეთესი აზროვნების, განათლების, ფიქრის შესაქმნელად წიგნთან მეგობრობა, მისი წაკითხვა საუკეთესო საშუალებაა.
თუ წიგნები გვიყვარს, არასდროს ვიქნებით მარტო, ისე როგორც: გურამ დოჩანაშვილის – “კაცი, რომელსაც, ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.”
თუ წიგნები გვიყვარს, არასდროს ვიქნებით მარტო, ისე როგორც: გურამ დოჩანაშვილის – “კაცი, რომელსაც, ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.”
რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები
“ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადმიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ არანაირ რჩევას.”
ვირჯინია ვულფი
“მართალია, ვირჯინია ვულფი ასეთ რჩევას გვაძლევს, მაგრამ მე გავკადნიერდები და განსხვავებულ შეხედულებას ჩამოვაყალიბებ წიგნის კითხვასთან დაკავშირებით.როგორც წესი, ახალგზრდა თაობას არ უნდა სჭირდებოდეს რჩევა იმის შესახებ, თუ რა უნდა წაიკითხონ. თუმცა მწერლებმა მაინც გადაწყვიტეს რომ დაემოძღვრათ ახალგაზრდობა და შეექმნათ ისეთი წიგნები რომლებითაც ასწავლიდნენ, თუ რა მეთოდებით წაეკითხათ წიგნები, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის მიეღწიათ. ეს რასაკვირველია რეალობით იყო ნაკარნახევი. მოკლედ ვისაუბრებთ თუ რა როლი უჭირავს წიგნს დღევანდელ საზოგადოებაში. ჩემი სტატია მხოლოდ მცირე რჩევებს შეიცავს, თქვენ კი ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვა შეგიძლიათ ნახოთ ჰაროლდ ბლუმის ნაწარმოებში “როგორ და რატომ უნდა ვიკითხოთ” და რობერტ ოლტერის წიგნში “კითხვის მშვენიერებანი იდეოლოგიების ეპოქაში”.
იმედია, ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამომართმევენ ჩემი თანატოლები, თუ ვიტყვი, რომ წიგნის კითხვა დიდი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა არსებობს სიამოვნების მიღების სხვა საშუალებებიც, მაგალითად მე, როგორც ნებისმიერ ახალგაზრდას, მიზიდავს facebook-ი და მისთანანი, მაგრამ ნელ-ნელა კარგად ვხვდები (მახვედრებენ), რომ ვერცერთი ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია ვერ მომცემს იმხელა ცოდნას, რამხელაც წიგნებშია.
ანდრე მორუა წერს: “წიგნი ერთადერთი საშუალება, რომ ღრმად ჩავიხედოთ გარდასულ ეპოქებსა და იმ სოციალური ფენების ცხოვრებაში, რომელთა მისადგომებიც ჩვენთვის ჩარაზულია”. ეს ფრაზა რომ წავიკითხე დიდი ხანი ვფიქრობდი, რატომ იყო წიგნი ერთადერთი და არა ერთ-ერთი საშუალება. ერთ დღესაც, როდესაც ჩემი ძვირფასი დრო დავუთმე კომპიუტერს და დავიწყე “სამოსელი პირველის” ამონარიდის კითხვა, მივხვდი რომ კარგი წასაკითხი იქნებოდა, მაგრამ ამონარიდის კითხვამ 2 საათს გასტანა. არ არის რთული მისახვედრი თუ რატომ. რა თქმა უნდა, ერთი ბმულიდან სრულიად სხვა შინაარსის ბმულზე გადავდიოდი. მაცდურ, ერთმანეთზე საინტერესო ბმულებს რა გამოლევს, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ საბოლოოდ ვერცერითს შინაარს ვერ ვიგებთ კარგად. ახლაც სწორედ მასე მომივიდა. სააბოლოოდ ამ 2 საათის განმავლობაში ვერაფერი გავიგე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შეუძლებელია ჩაუღრმავდე ნაწარმოებს და მის არსს თუ შენს თავთან მარტო არ ხარ. განმარტოვებისთვის კი წიგნი მართლაც ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წიგნის კითხვა მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. პირადად ჩემთვის გაღიზიანებას იწვევს ისეთი ადამიანი, რომელიც ზერელედ უდგება ამ საკითხს და აბუჩად იგდებს წიგნის მკითხველებს. მისთვის მნიშვნელოვანია საუბარი არა წიგნებზე, არამედ ათასგვარ სისულელეზე. ხშირად ვუფიქრდები იმ მოვლენებს, რომლებიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. სისულელეებზე ლაპარაკი ერთ-ერთი იმათგანია. ყველამ კარგად იცის, რომ სისულელებზე ლაპარაკს არაფერი მოაქვს, მაშინ რატომ მოსწონთ მასზე საუბარი? პირადად მე ერთ დასკვნამდე მივედი: დღევანდელი ყოფა იმდენად დაძაბულია, რომ მაგალითად დოსტოევსკისა და დრაიზერის კითხვისკენ აღარ მიუწევთ გული. ხალხი ცდილობს, გაიადვილოს ცხოვრება და სისულელებზე საუბრით გაირთოს თავი. ჩემი აზრით, დიდი ხანია კაცობრიობა აღარ არის მიდრეკილი ღრმა ფილოსოფიური მსჯელობისკენ, მითუმეტეს დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი აჩქარებულია.
კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მარტოობასთან, რადგან როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განცვიფრებული რჩები. თუ გურამ დოჩანაშვილს დავესესხებით: “ადამიანი სულ ცოტათი მაინც უნდა გახადოს წიგნმა იმაზე უკეთესი ვიდრე ამ წიგნის წაკითხვამდე იყო”. პირადად მე ბევრი რამ გავითვალისწინე წიგნის პერსონაჟების ცხოვრებიდან. რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე, როდესაც შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟის დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეოროთ. რა თქმა უნდა, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სანამ საკუთარ თვზე არ გამოცდი ვერ მიხვდებიო ამბობენ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ამ ფრაზასაც ხშირად მოაყოლებენ ხოლმე. მე სწორედ ამ გამონათქვამის მომხრე ვარ, ვცადოთ პერსონაჟების შეცდომების გათავისება და გამოსწორება რეალურ ცხოვრებაში.
დევიდ დენბის აქვს შესანიშნავი ნათქვამი: “მე მქონდა ინფორმაცია და არა ცოდნა, შეხედულებები და არა პრინციპები, ინსტინქტები და არა მრწამსი.” დენბისათვის ეს ყოველივე მას შემდეგ შეიცვალა, რაც 48 წლის ასაკში კოლეჯში დაბრუნდა და კლასიკოსების კითხვა დაიწყო.
კარგი იქნება, თუ ყოველი ადამიანი მიბაძავს მას და მიხვდება, რომ უწიგნოდ მისი შეხედულება ცხოვრებაზე, ნებისმიერ ფასეულობებზე, ყოფილა პრიმიტული, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა “უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა”. თუ გინდა გახდე ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქე, აუცილებელია გაეცნო წინა თაობის ნააზრევს, ხოლო იმისთვის რომ კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბდე, არსებობენ წიგნები, რომელშიც ისწავლი ამას. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. აუცილებელია მათი ნააზრევის გაცნობიერება, შეფასება და გადააზრება. დღევანდელი ყოფისა და მორალისთვის რაც მისაღებია ის უნდა შევითვისოთ. მე-X საუკუნის ნაწარმოებში “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” გიორგი მერჩულე წერს: “რომელ იპოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის.” ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მაშინ ანალიტიკურად უდგებოდნენ სხვათა ნააზრევს და მითუმეტეს დღეს გვმართებს ამის გათვალისწინება, როდესაც ეპოქამ რადიკალურად გადააფასა ბევრი რამ. დამეთანხმებით ალბათ, ჩვენი თაობისთვის რაც რაციონალური და ემპირიულია ის უფრო მისაღებია, ვიდრე მეტაფიზიკური და იდეალისტური, ამიტომ ვიკითხოთ წიგნები და რაც უფრო ახლოა ჩვენთვის ის შევითვისოთ, მაგრამ იდეალიზმსაც ნუ დავივიწყებთ, რადგან ეს ცხოვრებას გვილამაზებს და გვიადვილებს.
მწერალი თავის ნაწარმოებში აქსოვს იმ სიბრძნეს, რომელიც მას გააჩნია და რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ უკეთესად ვუგებთ ადამიანებს. მონტენი ამბობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო სამი რამ “სიყვარული, მეგობრობა და წიგნის კითხვა”. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და რომ არა წიგნები, ადვილად ვერ გავაცნობიერებდი მეგობრობასა და სიყვარულს, რადგან წიგნში ასახულია სხვადასხვა ადამიანთა ურთიერთობები, რომელთა მაგალითზეც ვსწავლობთ ცხოვრებას. მე პირადად ყოველთვის მიჩნდება სურვილი მცირედით მაინც დავემსგავსო ჩემს რჩეულ გმირს. მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, თავდადება, სიყვარული, არ ახდენს ჩემზე ერთჯერად გავლენას,მაგრამ არც ისაა მიზანშეწონილი მთელი ცხოვრება თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ველოდოთ და უზარმაზარი ნაწნავი გადმოვუშვათ კოშკიდან.
1833 წელს იტონში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისას, სერ ჯონ გერშელმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: “მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ.”ამდენად გერშელი ყოველ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს სხვებს ურჩიოს, თუ რომელი წიგნები იკითხოს, ავალდებულებს რომ გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, უპირველესად თვითონ ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ წიგნში გატარებულ აზრს და რჩევა ამის შემდეგ მისცეს მკითხველს. არც მე ვაძლევ, რა თქმა უნდა, თავს უფლებას, რომ ვინმეს კატეგორიულად მოვთხოვო წიგნის წაკითხვა, ან მითუმეტეს “არწაკითხვა”, მაგრამ ხანდახან წამომცდება ხოლმე. ეს რჩევა არ არის უფრო ემოციას შეიძლება მივაწეროთ, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ გინდა მეგბარს გაუზიარო. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ის წიგნი რომელსაც მე “ვურჩევ” ადამიანს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება არავისთვის.
მე არც იმდენად თავხედი ვარ და არც იმდენად ბრძენი რომ ვუთხრა ჩემს თანატოლებს რომელი წიგნები შეცვლიან უკუთესობისკენ მათ ცხოვრებას, მადლობა ღმერთს ასეთი მრჩევლები მრავლად არიან. მე მხოლოდ ერთისკენ შემიძლია მოვუწოდო მათ იკითხეთ წიგნები “იდიოლოგიების ეპოქაში” მათ(წიგნებს) შეუძლიათ ჩვენი სულის გადარჩენა.”

Subscribe to:
Posts (Atom)