Sunday, May 25, 2014

“როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”

დღეს, როდესაც რაღაც წიგნებს ვეძებდი წასაკითხად აღმოვაჩინე ახალი წიგნი სათაურით – “როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”. ავტორი გამოჩენილი ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი და სოციოლოგი დეილ კარნეგი გახლავთ. სათაურმა იმდენად დამაინტერესა მაშინვე შევუდექი კითხვას. ჩემს აღფრთოვანებას კი საზღვარი არ ქონდა როცა სარჩევში თავების სათაურები წავიკითხე.. ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო, იმდენად შეეფერებოდა ჩემს ინტერესებს, სიტუაციას. განსაკუთრებით იმან მომხიბლა რომ ფსიქოლოგიური ჩანაწერებით იყო სავსე წიგნი. ფსიქოლოგია კი როგორც მოგეხსენებათ ძალიან მაინტერესებს. მოკლედ წიგნის კითხვაც დავიწყე… რამდენიმე ფურცლიანი შესავალი ჰქონდა. მართალია ერთი სული მქონდა სანამ მაშინვე დასათაურებულ თავებზე გადავიდოდი მაგრამ აზრზე რომ ვყოფილიყავი წიგნზე და ავტორზე შესავალიც სწრაფად გადავიკითხე და არც შევცმდარვარ – ბევრი რამ გავიგე.
შესავალში საუბარი იყო ჯერ ზოგადად ამ ადამიანის დეილ კარნეგის შესახებ, შემდეგ კი მისი წიგნის შესახებ. დეილ კარნეგზე მოთხრობილს სათაურად ეწერა “უმოკლესი გზა სახელის მოსახვეჭად”. მოკლედ იყო მოთხრობილი თუ როგორ მიაღწია ფერმერის ოჯახში დაბადებულმა დეილმა არნახულ წარმატებას. ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, როცა მას ორიგინალური იდეა დაეუფლება და ენთუზიაზმით აღივსება.











მოდით მოკლედ გეტყვით რაში მდგომარეობდა მისი ეს ორიგინალური იდეა და რას ცდილობდა ამდენი ხნის მანძილზე. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა ცდამ ცხადჰყო, რომ ისეთ სფეროში როგორიც საინჟინრო ტექნიკური საქმიანობაა, ფინანსური წარმატების 15% წმინდა ტექნიკური ცოდნის ხარჯზე მიიღწევა, 85% კი ადამიანთა იმ პიროვნულ თვისებას უნდა მივაწეროთ, რომლითაც შეუძლია უხელმძღვანელოს ადამიანებს. ეს კიდევ ერთხელ ამართლებს ფრაზას: “განათლების უდიდესი მიზანია არა ცოდნა, არამედ მოქმედება”. გარდა ზემოთ ხსენებული მაგალითისა აღსანიშნავია ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა რომელიც ორწელიწადნახევარს გრძელდებოდა. უფროსი ასაკის ყელა მოქალაქემ პასუხი გასცა 156 კითხვაზე. დადგინდა რომ მრავალ პრობლემათა შორის, რომლებიც აინტერესებთ უფროსი ასაკის ადამიანებს, პირველ ადგილზეა ჯანმრთელობა, ხოლო მეორეზე – ადამიანი. მეორე საკითხთან დაკავშირებით აინტერესებდათ, თუ როგორ უნდა გამოერჩიათ ადამიანები, რა გზა უნდა გამოენახათ ურთიერთგაგებისთვის, როგორ ექციათ ისინი თანამოაზრეებად, თანამზრახველებად…
ისეთი წიგნი, რომელიც ამ კითხვებზე უპასუხებდა და მოზარდების ინტერესებს დააკმაყოფილებდა იმ დროისთვის არ არსებობდა. არც შესაფერისი ლექციები ტარდებოდა. ქალაქ მერდენში, კომისია დიდხანს ეძებდა გზებსა და საშუალებებს, რომლებიც პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოდგებოდა, მაგრამ ამაოდ.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დეილ კარნეგმა შეექმნა ეს წიგნი. ორიგინალური სათაურითა და მთლიანად თავისი ორიგინალურობით, რომლის ერთადერთი მიზანიც სწორედ იმ შესაძლებლობების გამოვლენაა “რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივ ვერ იყენებს”. დეილი ფიქრობდა, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა რომ განვიმტკიცოთ, საჭიროა თავი ვაიძულოთ გავაკეთოთ ის რისიც გვეშინია და გავიხსენოთ ძველი წარმატებები ამ საქმეში. მან შეიმუშავა სწავლების სისტემა, ასწავლიდა თუ როგორ დაემყარებინათ ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა. თვლიდა რომ დამაჯერებლად ლაპარაკის ხელოვნების დაუფლება უმოკლესი გზაა დაწინაურებისკენ. კარნეგიც ხომ სწორედ ამ გზამ მიიყვანა უდიდეს წარმატებამდე.
“წიგნზე მუშაობის ჟამს წავიკითხე ყველაფერი, რაც კი ამ საკითხზე დაწერილა. ყველა ამ მასალისგან შევადგინე ლექციები და სათაურად ვუწოდე “როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”. მრავალი წლის განმავლობაში ვუკითხავდი ამ ლექციებს ჩემი კურსის მსმენელებს ნიუ-იორკში და ვაიძულებდი, ყოველივე რაც იქ მოისმინეს პრაქტიკულად გამოეყენებინათ საქმიანი თუ საზოგადოებრივი შეხვედრების დროს, ხოლო შემდგომ მეცადინეობაზე მოეთხროთ თავიანთი ექსპერიმენტის შედეგებზე. იცით რა საინტერესო საშინაო დავალება იყო? საკუთარი თავის სრულყოფას მოწყურებული ქალბატონები და ბატონები მოხიბლულნი იყვნენ ასეთი, სრულიად ახალი ყაიდის ლაბორატორიული სამუშაოთი.”

No comments:

Post a Comment